პოლიტიკა

სასამართლომ ესებუას ხელმეორედ პატიმრობა აღარ შეუფარდა, რადგან უკვე პატიმრობაშია

ზუგდიდში საქართველოს ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას ეხებოდა.

წინასასამართლო სხდომა 30 მარტს გაიმართება. 

პროკურატურა ესებუასთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ამის საფუძვლები არსებობდა.  პროკურორის თქმით, ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა.

ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე და განმარტავდა, რომ ესებუას უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა ერთ საქმეზე და პატიმრობის ორჯერ გამოყენება საჭირო არაა.

ესებუა ამჟამად ბათუმის საპატიმროში იმყოფება, დღევანდელი პროცესი კი ზუგდიდში მიმდინარეობდა. 

“არაფრის დამატება არ მინდა, უბრალოდ მინდა, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიმყოფებოდე და არა აქედან “სკაიპით”. ვერ დავიცავ თავს, ძლივს მესმის ხმა თქვენიც და ადვოკატისაც. უბრალოდ, აზრი არ აქვს, ასე სკაიპით საუბარს. […] ვატყობ, ფაქტობრივი საცხოვრებელი რომ არ მაქვს ესეც დანაშაულია, ჩემი სახლი რომ არ მაქვს”, – განაცხადა ესებუამ პროცესზე.

საბოლოოდ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების დაცვის შუამდგომლობა და უკვე პატიმრობაში მყოფ ბადრი ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მეორედ აღარ შეუფარდა. მისი განმარტებით, ესებუას მხრიდან ხელახალი დანაშაულისა და მიმალვის საფრთხე არ არსებობს და შესაბამისად, რადგან ის უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა.

ასევე ნახეთ

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია