პოლიტიკა

მარგველაშვილი: რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკას უწუნებს. კერძოდ, ყოფილი მთავარსარდალი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ქართული სახელმწიფოს პოზიცია უკრაინის მხარდაჭერისკენ არ არის მიმართული.

ამ თემაზე საუბრისას გიორგი მარგველაშვილი საკმაოდ ხმაურიან განცხადებას აკეთებს. ის ელოდება, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით პირდაპირ დაეხმაროს რუსეთის ფედერაციას.

„რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, რომ წავიდეს და იომონ უკრაინაში. საქართველო ამ კონტექსტში მათთვის არის სერიოზულად წელში გამსწორებელი ქვეყანა შიდა მოხმარების თვალსაზრისით“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

ასევე ნახეთ

განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თანამდებობას დატოვა

განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თანამდებობას დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე განცხადებას თავად წულაძე ავრცელებს. „დღეს, პირადი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია