პოლიტიკა

თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან.

აქციაში, სახელწოდებით – „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“, საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მცხოვრები უკრაინელები უკრაინის მიმართ მხარდაჭერას დააფიქსირებენ.

ამ დროისთვის, მოქალაქეთა ნაწილი რუსთაველის მეტროსთან იკრიბება და პარლამენტთან დაგეგმილ უკრაინის სოლიდარობის აქციას მსვლელობით შემოუერთდება. აქციას უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა.

დედაქალაქის პარალელურად სოლიდარობის გამოსახატავად მოქალაქეები ბათუმსა და ქუთაისშიც იკრიბებიან.

ფოტო: ipn.ge

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია