პოლიტიკა

“გამოდი ღირსების დასაცავად!”- დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია გაიმართება

“არა რუსულ კანონს – გამოდი ღირსების დასაცავად!”- დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართება.

“გუშინ, საქართველოს პარლამენტში, მოღალატე “უმრავლესობამ”, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. კანონს, რომელიც გვაკარგვინებს ევრო-ატლანტიკურ მომავალს. მოღალატე ხელისუფლებამ გაბრაზებულ მოქალაქეებს არაპროპორციული ძალა დაუპირისპირა. მშვიდობიანი აქციის დარბევა დილამდე გაგრძელდა. ვაგრძელებთ პროტესტს! 7 საათზე, პარლამენტის წინ, მოდი და დაიცავი საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ღირსება!”- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან 15:00 საათიდან დაიწყებენ შეკრებას.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია