პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ორივე მათგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ჯაფარიძის თქმით, ნიკა მოსიაშვილი პროცესზე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა. მისი ცნობით, მოსიაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი აცხადებს, რომ მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაადასტურა, რომ მას და მოსიაშვილს სამედიცინო გამოკვლევები სჭირდებათ. 

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ისინი პოლიციამ გაიტაცა და სცემა, ხოლო დაკავების ოქმი მოგვიანებით გააფორმა. 

„ჩვენ დაკავებული არ ვიყავით, ჩვენ ვიყავით გატაცებული და ნაცემი, ანგარიში გაგვისწორეს. ამის შემდეგ ჩვენ დაახლოებით ერთი საათი დავყავით იმ ეზოში, უბრალოდ ჩუმად ვიდექით, იმიტომ რომ ლაპარაკზე გვცემდნენ და ველოდებოდით როგორ გეგმავდნენ რუსთაველის გაწმენდის ოპერაციას ჩვენ თვალწინ. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მოვიდნენ ე.წ კრიმპოლის თანამშრომლები… გადაგვიყვანეს ე.წ სამმართველოში“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია