პირველად ვნახე, როდესაც კანონპროექტი მიღებამდე ამუშავდა. ამ კანონპროექტმა ის შედეგი მოიტანა, რომ აგენტობა, ვისიც უნდა იყოს, არ არის სასურველი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ცალ ფეხზე მდგარი ნებისმიერი ქვეყანა იოლად სამართავია.
„მხოლოდ ერთი აგენტობაა სასურველი და საამაყო, როდესაც შენი ხალხის და ქვეყნის აგენტი ხარ, როგორც გინდათ ისე გაიგეთ. სიტყვა აგენტი, თავისი პირდაპირი მნიშვნელობით, არ არის სალანძღავი სიტყვა და როდესაც პროექტი წარვადგინეთ, მაშინვე ვთქვით, რომ ეს მეორე მოსმენის განხილვის თემაა და შეგვეძლო ამაზე გვემსჯელა, მაგრამ მსჯელობას როგორც კი ვახსენებდით, მაშინვე მაგიდები ყირავდებოდა, ჩხუბზე გადადიოდნენ, ზოგი წყალს ასხამდა ერთმანეთს, რომ განხილვის საშუალება არ ყოფილიყო. ეს თავიდანვე დალაგებული თემა იყო, ორი საკითხი იყო დალაგებული: ერთი, ის რომ ეს რუსულია და მეორე – განხილვაში არ უნდა შევიდეთ, რად უნდა ამას წაკითხვა, ეს ორი რამ დალაგებული იყო ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნით დაემთხვა ინტერესები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.