პოლიტიკა

ზელენსკიმ 120 ფიზიკურ და 287 იურიდიული პირს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რომლითაც ამოქმედდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული 120 ფიზიკური და 287 იურიდიული პირის მიმართ სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) გამოყენების შესახებ.

მანამდე, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ გაითვალისწინა უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და უსაფრთხოების სამსახურის წინადადებები და სანქციები დაუწესა 120 პირს, რომელთა უმეტესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, მაგრამ ასევე არიან კვიპროსის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების მოქალაქეები.

ასევე, სანქციები დაუწესდა 287 იურიდიულ პირს, მათ შორის ლატარიის ორგანიზატორები, იპოდრომები, საინვესტიციო და გასართობი კომპანიები.

სანქციები გათვლილია 50 წელზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს აცნობოს სანქციების გამოყენების შესახებ და მათ წინაშე დააყენოს მსგავსი შემზღუდავი ზომების დაწესების საკითხი.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...