პოლიტიკა

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, არიან დაღუპულები

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაღუპულია ხუთი ადამიანი. თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მათ ნავში მყოფი 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, საბერძნეთის ცნობით კი, კიდევ ხუთი მიგრანტი იმავე ნავიდან ერთ-ერთ კუნძულზე იპოვეს.

თურქული მხარის ინფორმაციით, გადარჩენილებს შორის არის ერთი ბავშვი. მიგრანტები ამბობენ, რომ ნავში სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად თურქეთის და საბერძნეთის სანაპირო დაცვის წევრები სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ატარებენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ხმელთაშუა ზღვაში იტალიის სამხრეთით იტალიელმა მაშველებმა ჩატარებული სამი ოპერაციის შედეგად 1 300-ზე მეტი მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია