პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ უკრაინის ძალებმა ბახმუტთან რუსული „სუ-24“ ჩამოაგდეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალებმა ბახმუტთან რუსული „სუ-24“ ჩამოაგდეს. ტელეგრამარხში ერმაკი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს აფეთქება, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მფრინავის კატაპულტირების მცდელობა.

რუსული ბომბდამშენის, „სუ-24“-ის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის სახმელეთო ძალების 93-ე მექანიზირებული ბრიგადის წარმომადგენელიც.

რუსულ მხარეს „სუ-24“-ის დაკარგვის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია