პოლიტიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „TV პირველის“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებული იქნა მ.ა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2022 წლის 15 მარტს ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთის რაიონში, სოფელ ბახვში ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა.

„რეპორტაჟზე მუშაობის დროს ბრალდებულმა მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა. აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ, ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ.ა. დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. ხსენებული საქმეების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ იქნა დაწყებული“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

ასევე ნახეთ

სოფელ კარდენახში 2 ადამიანი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ცენტრალურ გზაზე იარაღით ორი ადამიანია მოკლული. ისინი თანასოფლელები არიან. შემთხვევის ადგილზე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია