რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ავდეევკაზე ავიაიერიშები განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ამ დროისთვის დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე საკმაოდ მაღალია, რადგან რუსეთს შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაში 19 ხომალდი ჰყავს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმის შემდეგ ნაღმების საფრთხე, შესაძლოა, გაიზარდოს.