პოლიტიკა

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.

“18 მარტს, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში 3 ადამიანი მოკლეს: 2 კრამატორსკში და 1 კონსტანტინოვკაში. გარდა ამისა, 18 ადამიანი დაშავდა”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის ცნობით, 18 მარტს, რუსებმა კრამატორსკი დაბომბეს, რის შედეგადაც 10-მდე საცხოვრებელი კორპუსი და რამდენიმე მანქანა დაზიანდა. ოკუპანტებმა Uragan-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები გამოიყენეს.

ასევე, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კონსტანტინოვკას ესროლეს. განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და სავაჭრო ცენტრის შენობა.

ასევე ნახეთ

ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესა და დონალდ ტრამპს შორის პირველი შეხვედრა შედგა

ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველად, მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია