პოლიტიკა

Politico – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, მოლდოვასა და საქართველოში „დესტაბილიზაციის მცდელობებში“ ჩართულ ოლიგარქებს სანქციები დაუწესონ, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.

„ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენ უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შესაძლოა, გამართლებული იყოს ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება“, – ციტირებს გამოცემა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას.

Politico იუწყება, რომ მისმა რუმინელმა და ესტონელმა კოლეგებმა ბლოკს მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს.

გამოცემა წერს, რომ თბილისში, ორი კვირის წინ ათასობით ადამიანმა გააპროტესტა საკამათო კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ.

„მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ სამი დღის შემდეგ კანონპროექტი ჩააგდო, მაგრამ სულ უფრო მეტი ქართველი შიშობს, რომ მათი მთავრობა მოსკოვს უახლოვდება. პარტიის დამფუძნებელს, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან,“- წერს Politico.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია