პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

განხილვის დროს, ერთმანეთთან დეპუტატები ტარიელ ნაკაიძე და სოზარ სუბარი საუბრობდნენ, რა დროსაც, მოსაუბრეთა შორის სიტუაცია დაიძაბა, პროცესში კი სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა. სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

არსებული ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ დეპუტატები მის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს “აგენტებს” ეძახდნენ და ვითარების გამწვავებაც ამან გამოიწვია.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია