პოლიტიკა

მსოფლიო ბანკი – უკრაინის აღდგენას მინიმუმ 411 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება

მსოფლიო ბანკის შეფასებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, უკრაინას აღდგენისთვის მინიმუმ 411 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი ბანკის, უკრაინის მთავრობის, ევროკომისიის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი შეფასების შედეგად მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ეს თანხა 2.6-ჯერ აღემატება უკრაინის 2022 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას.

შეფასების თანახმად, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში 7.1 მილიონი ადამიანი სიღარიბეში ჩააგდო და 15-წლიანი განვითარების პროგრესი უკან დახია.

„ეს გამაფრთხილებელი მაჩვენებელია, რომელიც გვიჩვენებს განადგურების მასშტაბებს და საერთაშორისო მხარდაჭერის მუდმივ საჭიროებას“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ანა ბიერდემ.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია