პოლიტიკა

სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ ბირთვული დაპირისპირების რისკი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ ბირთვული დაპირისპირების რისკი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალია.

აღნიშნულის შესახებ რიაბკოვმა განაცხადა დისკუსიის დროს სიტყვით გამოსვლისას, რომლის სახელწოდებაა „მსოფლიო სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების გარეშე: რა არის შემდეგ?“

„როიტერის“ ცნობით, რიაბკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამო მოსკოვი ვაშინგტონთან, ფაქტობრივად, ღია კონფლიქტის პირობებში იმყოფება და რუსეთის მიმართ აშშ-ის მტრული კურსი გააკრიტიკა.

ღონისძიებაზე გამოსვლისას რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების აღდგენაზე საუბარიც არ არის.

„მე არ ვისურვებდი, დღეს ჩავუღრმავდე დისკუსიას, მაღალია თუ არა ბირთვული კონფლიქტის რისკი, თუმცა ის იმაზე მაღალია, ვიდრე ბოლო ათწლეულებში ყოფილა“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

რუსეთი აშშ-თან მოქმედი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმებიდან თებერვალში გავიდა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია