პოლიტიკა

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ქალაქ ბორდოს მერიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ქალაქ ბორდოს მერიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ხანძარზე პასუხისმგებელი პირების ვინაობა არ დადგენილა. მეხანძრეებმა შენობის შესასვლელში ცეცხლი მალევე ჩააქრეს.

საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე საფრანგეთის ქალაქებში მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ 80 ადამიანი დააკავა. პარიზში აქციის მონაწილეების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

პროფკავშირებმა 28 მარტს მორიგი საპროტესტო აქცია დაგეგმეს, რაც ქვეყანაში ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის სახელმწიფო ვიზიტს ემთხვევა.

„უთანხმოების დემონსტრირება და გამოხატვა უფლებაა. მიუღებელია ძალადობა და ვითარების გაუარესება, რომლის მოწმე დღეს გავხდით. მთელი ჩემი მადლიერება პოლიციას და მობილიზებულ სამაშველო ძალებს“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელიზაბეთ ბორნმა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია