პოლიტიკა

გიული ალასანია – მიხეილ სააკაშვილი უკვე 58 კილოგრამს იწონის

მიხეილ სააკაშვილი უკვე 58 კილოგრამს იწონის. ადამიანი მოწამლულია, თუ ასე არ არის, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ადამიანი თვითმკვლელია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ექიმების ახალი კონსილიუმის შექმნაზე იმიტომ თქვა უარი, რომ ერთ-ერთ ექიმად ის ადამიანი დაუსახელეს, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის კვებას ხელმძღვანელობდა.

„გუშინ ენდოკრინოლოგმა სოფო მებუკემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ექიმების ახალი კონსილიუმის შექმნა შესთავაზეს. მე როგორც ვიცი, ერთ-ერთ ექიმად დასახელებული იყო ელენე გიორგაძე. ეს ის ქალბატონია, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის კვებას ხელმძღვანელობდა და ეს პროცესი ყველამ დაიწუნა. მიშას მდგომარეობის გაუარესების ერთ-ერთ მიზეზად ეს კვება ითვლებოდა, ამიტომაც მიიღეს კონსილიუმის შექმნაზე უარი.

რაც შეეხება წონას, სააკაშვილი უკვე 58 კილოგრამია. ადამიანი მოწამლულია და მისი საკვების კალორაჟი არ შეესაბამება ნორმას, რადგან ვერ ჭამს იმას, რასაც კლინიკაში ითხოვენ. თუ ასე არ არის, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ადამიანი თვითმკვლელია, თავს იკლავს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები ვისთვის გინდათ კანონი, ხელისუფლება და საერთოდ, რაში გჭირდებათ რამე, თუ ყველა გაანადგურეთ?!

წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია