პოლიტიკა

“ბლუმბერგის” თანახმად, საქართველო ინვესტიციებისთვის მოწინავე ქვეყანაა

“როგორ შეძლო საქართველომ დაეძლია გლობალური ეკონომიკური ვარდნის ტენდენციები,“ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა „ბლუმბერგი“ საქართველოს ეკონომიკური წარმატებისა და პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ.

ამის თაობაზე ინფორმაციას „აწარმოე საქართველო“ ავრცელებს. როგორც მათ აღნიშნეს,„ბლუმბერგი“ წერს, რომ ინვესტორებს საქართველოში დიდი მხარდაჭერა აქვთ.

„საქართველოში 2022 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ყველა დროის მაქსიმუმს, 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და 2021 წელთან შედარებით, 61%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2022 წელს ყველაზე დიდი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, აშშ, ნიდერლანდები, ირლანდია და ჩინეთი. ესპანურმა Aqualia-მ, რომელიც მესამე უმსხვილესი კერძო წყალმომარაგების კომპანიაა ევროპაში, ინვესტიცია ჩადო საქართველოს წყალმომარაგებაში, რაც განპირობებული იყო ქვეყნის ხელსაყრელი მარეგულირებელი ჩარჩოებით“, – წერს „ბლუმბერგი“.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სტატიაში ხაზგასმულია ევროპისა და აზიის კვეთაზე მდებარე საქართველოს ცალსახად სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და  ამით განპირობებული შესაძლებლობები, შეასრულოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კარიბჭის ფუნქცია.

„მზარდი ინფლაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მიმდინარე კონფლიქტი, გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს ეკონომიკებისათვის. თუმცა, მყარი ეკონომიკური მაჩვენებლებით და ინვესტორების ჩართულობით, საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს დამკვიდრდეს გლობალურ ბიზნეს ცენტრად“, – აღნიშნავს „ბლუმბერგი“.

ასევე ნახეთ

ნათია თურნავა – ჩვენ გავაუმჯობესეთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 5%-დან ავწიეთ 6%-მდე – სულ მცირე 6%-ს ველოდებით, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უფრო მაღალიც იყოს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ 2023 წლის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია