პოლიტიკა

სარეკლამო კომპანია advertising.ge-მ პრეზენტაცია გამართა

სასტუმრო Wyndham-ში advertising.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულ პორტალზე GAA ჰოლდინგის დამფუძნებელმა გია ალიხანაშვილმა და კომპანია McCann-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ბლიუმგარდტმა ისაუბრეს.

აღნიშნული პორტალი 8 საერთაშორისო და ადგილობრივ სარეკლამო სააგენტოს ერთიანებს როგორც საქართველოსა და სომხეთში, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

advertising.ge-ს საშუალებით კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ სწრაფად-ერთი ფანჯრის პრინციპით დაუკავშირდნენ აღნიშნულ საკომუნიკაციო ჰაბს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პლატფორმა დამაკავშირებელი ხიდია კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის, რადგანაც ბიზნესს საშუალებას აძლევს სასურველ ლოკაციაზე მარკეტინგული და საკომუნიკაციო სერვისები მიიღოს.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს, უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის

საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს,  უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია