პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა.  ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა მიმართვა გაავრცელა: „საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. 2011 წლიდან ვიყავი იმ ბრძოლის თანამონაწილე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და რომელმაც ჩვენს ქვეყანას …

ნახვა »

ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ მათ თანამშრომელს საქართველოში შესვლის უფლება არ მიეცა – საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოიხადა

ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი საიმონ ვანდერბრუკი, რომელიც საქართველოში 2024 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, ქვეყანაში აღარ შემოუშვეს. შესაბამის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ“ სიტყვიერი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია დაბრუნდეს თავის სამუშაო ადგილზე“. „საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ 21 მაისს, …

ნახვა »

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი – ზურაბ ჯაფარიძე მხნედ არის – თუ წერილებს დაწერს, მე ამის გამოტანის საშუალება არ მაქვს, ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ შეიძლება, გამოვიტანო ზურას მიერ დაწერილი წერილი საჯაროდ

ზურაბ ჯაფარიძე მხნედ არის – რაც შეეხება წერილებს, თუ წერილებს დაწერს, მე ამის გამოტანის საშუალება არ მაქვს, ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ შეიძლება, გამოვიტანო ზურას მიერ დაწერილი წერილი საჯაროდ,- ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა საპატიმროში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც უფლებადამცველმა განმარტა, ზურაბ ჯაფარიძის ბრძოლის ხაზი ციხეზე გადის …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – საგანგაშოა, რომ ბრიუსელის და ევროკავშირის საელჩოს ქმედებებით თუ უმოქმედობით, ბრიუსელი სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან და ძალადობასთან

ჩვენი საზოგადოება, უკვე კარგად გაერკვა იმაში, რომ როდესაც ბრიუსელიდან ხალხს მიმართავენ, ისინი რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების“ მარგინალურ ჯგუფს გულისხმობენ, რომლებიც ევროპის სახელით, ხშირად კი ევროპული დაფინანსებითაც, სიძულვილს და ძალადობას ავრცელებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, საგანგაშოა, რომ ბრიუსელის და ევროკავშირის საელჩოს …

ნახვა »

გიორგი ვაშაძე – სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს! მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს. მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ეს იყო არა მხოლოდ პროვოკაცია, არამედ ქართველი ხალხის მეგობრის წინააღმდეგ რეჟიმის მიერ წახალისებული და ორგანიზებული თავდასხმა. „ეს იყო არა …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – ხელოვნურ დაბრკოლებას თუ ვინმე უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს არის სწორედ ევროპული ბიუროკრატია

ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია არის აბსოლუტურად უსამართლო ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ხელოვნურ დაბრკოლებას თუ ვინმე უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს არის სწორედ ევროპული ბიუროკრატია. „ხელოვნურ დაბრკოლებას თუ ვინმე უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს არის სწორედ ევროპული ბიუროკრატია, რომელმაც …

ნახვა »

მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ჰყავს

მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ჰყავს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა – ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში – სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში – ზაალ გელაშვილმა, გურიაში – გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში – ლევან ხარაბაძემ დაიკავეს. ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს ირაკლი კობახიძე დღეს მთავრობის …

ნახვა »

ირაკლი კუპრაძე – ის, რაზეც კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ და სხვა პოლიტიკოსები მუშაობდნენ თვეების განმავლობაში, სრულდება ლოგიკური შედეგით – ეს არის ივანიშვილის სანქცირება და პერსონალური პასუხისმგებლობების დაკისრება

ის საკითხები, რაზეც კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველო“, საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია და სხვა პოლიტიკოსები მუშაობდნენ თვეებისა და წლების განმავლობაში, სრულდება ლოგიკური შედეგით – ეს არის ივანიშვილის სანქცირება და პერსონალური პასუხისმგებლობების დაკისრება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ივანიშვილსა და მის რეჟიმს …

ნახვა »

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით – „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს. ცნობისთვის, „MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე …

ნახვა »

ლევან ხაბეიშვილი – საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს

საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმაგანაცხადა. როგორც ხაბეიშვილის აცხადებს, „გავრილოვის ღამის“ შემოქმედები, ქვეყნის გარუსების შემოქმედები „ერთმანეთს აწმენდენ ხელს“. „ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს ამის კლასიკური მაგალითი ვნახეთ. „გავრილოვის ღამის“ შემოქმედები, ქვეყნის გარუსების შემოქმედები ერთმანეთს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია