“გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა სასტუმრო “შერატონში” მოხდა და გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს, პაციენტის ჰემოდინამიკა სტაბილურია და მან საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. თავდასხმაზე პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს და პასუხისმგებლობას აკისრებს “ქართულ …
ნახვა »საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს პირველი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება
სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს პირველი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება. „გაცნობეთ, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო განრიგი არ გახანგრძლივდება. როგორც ყოველთვის, ახალი …
ნახვა »ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა
გარდაიცვალა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი, ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი. გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. „დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა – გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას”, – აღნიშნავს ტელეკომპანია “ფორმულა” გიორგი ლაფერაშვილი ჯანმრთელობის …
ნახვა »Human Rights Watch – პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა გამოიყენეს სასტიკი ძალადობა საქართველოს დედაქალაქ თბილისში ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ
პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა გამოიყენეს სასტიკი ძალადობა საქართველოს დედაქალაქ თბილისში ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფართოდ გავრცელებული და აშკარად სადამსჯელო ქმედებებით, უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტებს დევნიდნენ, ძალადობრივად აკავებდნენ და სცემდნენ. „პოლიცია ასევე აწამებდა მათ და სხვა არასათანადო მოპყრობას ახორციელებდა პოლიციის …
ნახვა »საქართველოს ბანკი და თიბისი ქართველი ხალხისთვის
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი – თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ. ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ასევე, ფონდებში, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას, დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ, ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ. თიბისის და საქართველოს ბანკის მიერ …
ნახვა »გუდაურში 12 ადამიანი გარდაიცვალა – “ცხედრები რესტორნის მეორე სართულზე, მოწყობილ საძინებელ სივრცეში იქნა ნანახი” – შსს
გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე, მოწყობილ საძინებელ სივრცეში სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.”შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება …
ნახვა »ჰიპერმარკეტ “გორგიას” გადაწყვეტილება
ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტების პარალელურად, სკანდალში გაეხვა. საპოლიციო ძალების მიერ დემონსტრაციების დარბევის პარალელურად, ქსელში სათვალეები, ნიღბები და ჩაფხუტები გაყიდვიდან ამოიღეს, რასაც მომხმარებლის პროტესტი მოჰყვა. დღეს გორგიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ხსენებული პროდუქტის გაყიდვა ქსელს ხელისუფლების მიერ შეეზღუდა. “გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია. …
ნახვა »შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
თბილისში შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ სიკვდილამდე მან სოციალურ ქსელში ვიდეო თავად გაავრცელა. მკვლელობა დღეს საბურთალოზე მოხდა. მოკლულია 49 წლის ნ.ხ. დედის მკვლელობის შემდეგ კი ახალგაზრდა ბიჭმა ვიდეო ჩაწერა. „თუკი ამ ვიდეოს უყურებთ ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა. თუ ეს ვიდეო შეგხვდათ ეს იმან ნიშნავს, რომ …
ნახვა »ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია – ბოლოს შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში – სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი სპეცრაზმელთა ძალადობას მომიტინგეების მიმართ სიმხეცეს უწოდებს. ლევან იოსელიანმა დიღმის იზოლატორში მოინახულა დაშავებულები, მისი თქმით, 13 დაკავებულიდან 11 ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე იყო. „ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი …
ნახვა »არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოში „ნაცმაიდანი“ მოაწყოს – კახა კალაძე
დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 28-30 ნოემბერს გამართულ აქციებს „გარე ძალებიდან მართულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო თავისი ინსტიტუციებით ძალიან ძლიერია და არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოში „ნაცმაიდანი“ მოაწყოს. კალაძის თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მიტინგით, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა იყოს. „ცხადია, …
ნახვა »