დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჯავასთან იყო. სეისმოლოგების ცნობით, გამთენიისას, თბილისის დროით 05:32 საათზე, დაბა ჯავასთან, დასავლეთით 11კმ-ში, სოფელ აბანოსთან 3,9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი დიპლომატებს – დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ!
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დიპლომატებს დიპლომატიის დღეს ვერ მიულოცავს. პრეზიდენტი საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე განმარტავს, თუ რატომ არ აქვს ქართველი დიპლომატებისთვის მილოცვის სურვილი. “დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ, სწორედ ჩემი ინიციატივით დაარსდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკავშირდება სულხან საბა ორბელიანის სახელს და მოღვაწეობას და …
ნახვა »4100 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებისთვის შესაძლოა აზარტული თამაშები აიკრძალოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ აპირებს, რომ 4100 ლარზე ნკლები შემოსავლის მქონე პირებისთვის აზარტული თამაშები აკრძალონ. ორგანიზაციის პრეზიდენტმა თამარ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამ მიზნით მზადდება შესაბამი კანონპროექტი. „ჩვენი მიზანია, რომ წლიურად 50 000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებს არ ჰქონდეთ აზარტულ თამაშებში ჩართვის უფლება.იმ შემთხვევაში თუ პირის წლიური შემოსავალი ამ …
ნახვა »ცესკო – საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური …
ნახვა »რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა
რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა და საერთო ჯამში, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთზე მიმდინარეობდა. „ამჟამად, ავტოტრანსპორტისთვის სრულად გახსნილი იქნება 3 მონაკვეთი (ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი, შორაპანი-არგვეთა) და პირველი (ჩუმათელეთი-ხევის) 11 კმ-იანი მონაკვეთის 7 კმ. მათ …
ნახვა »განათლების სამინისტო აცხადებს, რომ სიცრუეა სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების მშობლების პირადი მონაცემების შეგროვება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების მშობლების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, „მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ …
ნახვა »IDFI – საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. IDFI-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400 -მდე კომპანია (მათ შორის, 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე), საიდანაც 30,000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული. რეგისტრირებული კომპანიებიდან …
ნახვა »კესარია აბრამიძე მოკლეს
თბილისში ცნობილი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს. მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. შემთხვევის ადგილზე მუშაობს “კურიერის” გადამღები ჯგუფიც. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი, სავარაუდოდ მისი მეგობარი მამაკაცია. შსს ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.
ნახვა »ცესკო ამომრჩევლებს მოუწოდებს, გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და გაიგონ, სად უნდა მისცენ ხმა
26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მოუწოდებს, გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და გაიგონ, სად უნდა მისცენ ხმა. „საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის ზედა ზღვრის ზრდის გამო, გამსხვილდა ზოგიერთი საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ამომრჩეველთა …
ნახვა »55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა
55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. ზურა ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული, როგორც თეატრში ისე კინოში. მსახიობი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საზღვარგარეთ მკურნალობდა.
ნახვა »