Breaking News

საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი და ქვეყნის ევროპული გზა – გადაცემა “აქტუალური თემა”

  • როგორ გამოყურება ქვეყნის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, რა მიმართულებებზე იზრდება დაფინანსება და პასუხობს თუ არა ის ხალხის საჭიროებებს – ამ კითხვებზე პასუხებს გადაცემაში მოისმენთ. 2023 წლის ბიუჯეტი 21 მლრდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება. დოკუმენტის თანახმად, რიგ სამინისტროებს დაფინანსება ეზრდებათ, რაც პროექტების განხორციელებასა და საჯარო სამსხურებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაზე აისახება. მომავალი წლიდან გაიზრდება პენსიები, პედაგოგების, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის მუშაკთა ხელფასები. ასევე განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება. მომავალი წლის ბიუჯეტი სოციალური საკითხების მოგვარებაზეა ორიენტირებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში და აღნიშნული მაჩვენებელი შენარჩუნებულია საშუალოვადიანი პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება პროცედურას – ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს. რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებს შეიმუშავებს და მას უკან, მთავრობას გადაუგზავნის. 2023 წლის ბიუჯეტი კი, საბოლოოდ, პარლამენტმა დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა დაამტკიცოს.
  • საქართველო და მისი დიდი ნაბიჯები ევროპისკენ – პრაღის სამიტის შემდეგ ახალი რეალობა შეიქმნა. ქვეყნის ევროპულ გზაზე და გამოწვევებზე სტარვიზიასთან ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა.

 

Check Also

აქტუალური თემა

მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური სიახლეების მიმოხილვა – აქტუალური თემის შეკითხვებს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე და პარტია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია