პოლიტიკა

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, რუსთავის წყალმომარაგების კომპანია 50 000 ლარით დაჯარიმდა

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, რუსთავის წყალმომარაგების კომპანია 50 000 ლარით დაჯარიმდა.

როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ განაცხადა ამავდროულად კომპანიას დაევალა, რომ 19 სექტემბრამდე წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა იმ აუცილებელი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რომელმაც უნდა რუსთავში წყალმომარაგება უნდა გააუმჯობესოს.

„სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის დაჯარიმების შესახებ. ამავდროულად, დაევალა კომპანიას, რომ 19 სექტემბრამდე წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა იმ აუცილებელი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს ქალაქ რუსთავში წყალმომარაგება, უნდა შეამციროს ავარიები და სისტემა გახადოს ქმედითი.

ამით არ სრულდება რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში პრობლემების მოწესრიგება. დაახლოებით 8,5 მლნ ლარია ინვესტიციის ის მოცულობა, რომელიც მინიმუმ უნდა დაიხარჯოს 2023 წლის ბოლომდე ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე ასევე გაიცა რეკომენდაცია, რომ მოხდეს თბილისისა და რუსთავის წყლების შერწყმა, რომლითაც კომპანიის ეფექტიანობა გაიზრდება. ამის კარგი მაგალითია, როდესაც მცხეთის და თბილისის წყლის შერწყმა მოხდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ასევე ნახეთ

სოფელ შილდაში ხანძარი ლიკვიდირებულია

სოფელ შილდაში ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე რჩებიან მონიტორინგის ჯგუფები, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს. დილით …