Breaking News

„პურის მცხობელთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ პური შესაძლოა, ათი თეთრით გაიაფდეს

„საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ შესაძლოა, პური ათი თეთრით გაიაფდეს.

ამასთან, როგორც პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განაცხადა, იმედი აქვთ, რომ ადგილობრივი წიქსვილებიც ამუშავდება.

„ახლა ამ პერიოდს ჰქვია ალოობა, ანუ ხორბლის აღების პერიოდი. ამ პერიოდში ალბათ მოხდება ფასების სტაბილიზაცია და დაბლა წამოსვლა. შარშანდელ პერიოდს თუ შევადარებთ, ხორბალთან დაკავშირებით მსოფლიო ბირჟებზე 500 დოლარი და კიდევ მცოცავი საბაჟო გადასახადი იყო და ძალიან დიდი ფასები არსებობდა, წელს დაახლოებით 340 დოლარია. საქართველოში ხორბლის ცუდი მოსავალი არ მოვიდა. ბატონმა ლევანმა თქვა 130 000 ტონა და მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მგონი 150 ათასი იქნება. ეს გამოიხატება ახლა ფასებშიც – როდესაც დღეს საქართველოში ერთი ტომარა ფქვილის ფასი 76-77 ლარია.

გვაქვს იმედი, რომ ამუშავდება ადგილობრივი წიქსვილებიც. პატარები უკვე ამუშავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფქვილის კონკურენციაც იქნება. კონკურენციამ ფასების დაბლა წამოსვლა იცის. მოდით, სიმართლეს შევხედოთ, რაოდენობას ყოველთვის განსაზღვრავს ფასი, რადგან როდესაც ფასი შედარებით დაბალია, მაშინ უფრო მეტი იყიდება. რა თქმა უნდა, მეწარმე ყოველთვის დაინტერესებულია, რომ მას მეტი პროდუქცია გაეყიდოს. აქედან გამომდინარე, საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს ფასის ცვლილება კლებისკენ“, – განაცხადა „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ.

Check Also

კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა

ორშაბათს ბიტკოინის ფასმა მკვეთრად მოიმატა და 87.000 დოლარს გადააჭარბა. რეკორდულ ზრდას უკავშირებენ მოლოდინს, რომ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია