პოლიტიკა

2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 35.4%-ით მეტი ივაჭრა

2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 477.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.4 პროცენტით მეტია.

„საქსტატის“ ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის პირველ ნახევარში ექსპორტმა 2 558.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენა (35.6 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტმა 5 918.6 მლნ. აშშ დოლარი (35.3 პროცენტით მეტია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-ივნისში, 3 359.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.

2022 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (400.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (287.0 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (256.5 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 039.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (705.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (522.5 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 294.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (962.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (922.5 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 533.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 301.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 269.3 მლნ. აშშ დოლარით (10.5 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 606.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 576.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 416.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი).

ასევე ნახეთ

კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა

ორშაბათს ბიტკოინის ფასმა მკვეთრად მოიმატა და 87.000 დოლარს გადააჭარბა. რეკორდულ ზრდას უკავშირებენ მოლოდინს, რომ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია