საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 32,8%-ით გაიზარდა. გაზრდილია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მაჩვენებელი.
2022 წელს არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე საგარეო სავაჭრო ბრუნვა 19 043 მლნ. აშშ დოლარი იყო: ექსპორტი – 5 592,8 მლნ. აშშ დოლარი, იმპორტი – 13 450,1 მლნ. აშშ დოლარი.
2022 წლის მონაცემები უსწრებს როგორც გასული წლის, ასევე პანდემიამდე არსებულ მონაცემებს. საგარეო ვაჭრობის მონაცემები წლების მიხედვით ასეთი იყო:
- 2021 წელი – 14 342,4 მლნ. აშშ დოლარი;
- 2020 წელი – 11 398,3 მლნ. აშშ დოლარი;
- 2019 წელი – 13 317,9 მლნ. აშშ დოლარი.
ბოლო ერთ წელში ექსპორტის მაჩვენებელი 31,8 პროცენტით გაიზარდა, იმპორტის კი – 33,2 პროცენტით. გასულ წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 7 857,3 მლნ. აშშ დოლარი იყო, საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,3 პროცენტი.