პოლიტიკა

2022 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 32,8%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 32,8%-ით გაიზარდა. გაზრდილია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მაჩვენებელი.

2022 წელს არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე საგარეო სავაჭრო ბრუნვა 19 043 მლნ. აშშ დოლარი იყო: ექსპორტი – 5 592,8 მლნ. აშშ დოლარი, იმპორტი – 13 450,1 მლნ. აშშ დოლარი.

2022 წლის მონაცემები უსწრებს როგორც გასული წლის, ასევე პანდემიამდე არსებულ მონაცემებს. საგარეო ვაჭრობის მონაცემები წლების მიხედვით ასეთი იყო:

  • 2021 წელი – 14 342,4 მლნ. აშშ დოლარი;
  • 2020 წელი – 11 398,3 მლნ. აშშ დოლარი;
  • 2019 წელი – 13 317,9 მლნ. აშშ დოლარი.

ბოლო ერთ წელში ექსპორტის მაჩვენებელი 31,8 პროცენტით გაიზარდა, იმპორტის კი – 33,2 პროცენტით. გასულ წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 7 857,3 მლნ. აშშ დოლარი იყო, საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,3 პროცენტი.

ასევე ნახეთ

“ბლუმბერგის” თანახმად, საქართველო ინვესტიციებისთვის მოწინავე ქვეყანაა

“როგორ შეძლო საქართველომ დაეძლია გლობალური ეკონომიკური ვარდნის ტენდენციები,“ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა …