პოლიტიკა

2022 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტი 37.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი 37.5 პროცენტით გაიზარდა.

2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 112.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 37.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 75.7 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 42.7 პროცენტით გაიზარდა და 1 599.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2022 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანადგილობრივ ექსპორტში 81.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (344.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (186.7 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (183.1 მლნ. აშშ დოლარი).

ასევე ნახეთ

საქართველოში 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია