პოლიტიკა

6 თვეში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5 პროცენტით განისაზღვრა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები, სამთომოპოვებითი მრეწველობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის დარგებში.

 

ასევე ნახეთ

სურსათის ეროვნული სააგენტო – დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს

მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია