პოლიტიკა

„აგროჰაბი“ ქსელში დასაქმებულ სტუდენტებს სწავლის საფასურს გადაუხდის

კომპანია “აგროჰაბი” 2021 წლიდან ქსელში დასაქმებულ ყველა სტუდენტს ხელფასის, სასწავლო აკადემიურ საათებთან მორგებული გრაფიკისა და სხვა ბენეფიტების გარდა, ასევე უფინანსებს სწავლის წლიურ გადასახადს. განხორციელებულმა პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში, რის საფუძველზეც, კომპანიის მხრიდან მოხდა დაფინანსების ზრდა. “აგროჰაბში” დასაქმებული ყველა სტუდენტი წლიურად მიიღებს 1000 ლარიან სასწავლო გრანტს.

“აგროჰაბში” დასაქმებული სტუდენტების გაზრდილი სასწავლო გრანტი ძალაში შევიდა 2022 სასწავლო წლის დაწყებისთანავე.

„ჩვენი მიზანია სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ სხვადასხვა სპეციალობაზე, მივცეთ შესაძლებლობა სწავლის პარალელურად დასაქმდნენ აგროჰაბში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს შევუქმნათ კომფორტული გარემო. გვაქვს მუშაობის მრავალფეროვანი გრაფიკი, ანაზღაურებადი სტაჟირების პრაქტიკა, კვარტალური საბონუსე სისტემა, ლოიალობის სისტემა, დემოგრაფიული ბენეფიტები და სხვა საინტერესო სამოტივაციო სქემები, პროექტით „აგროჰაბი სტუდენტებისთვის“ გვინდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისთვისაც გარდა დასაქმებისა, პრიორიტეტი განათლება და განვითარებაა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინიციატივით, აგროჰაბს თავისი წვლილი შეაქვს შრომისმოყვარე ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობის საქმეში“ – განმარტავს “აგროჰაბის” დირექტორი ლაშა გოცირიძე.

პროექტის „აგროჰაბი სტუდენტებისთვის“ ფარგლებში იგეგმება რამდენიმე ასეული დასაქმებული სტუდენტის დაფინანსება.

ასევე ნახეთ

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს

23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება, ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია