პოლიტიკა

Bloomberg – რუსეთმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკრაინული მარცვლეული მოიპარა

რუსეთმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკრაინული მარცვლეული მოიპარა.

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg NASA-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინამ დაკარგა, როგორც მინიმუმ, 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ხორბალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მოიკრიფა”, – წერს Bloomberg.

აღსანიშნავია, რომ კვლევა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სატელიტური გამოსახულებები გააანალიზა და დაადგინა სად იყო ხორბლის მოსავალი აღებული.

ხორბლის თითქმის 6 მილიონი ტონა აღებული იყო უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშემოდგომო კულტურების მოსავლის თითქმის 88% აღებულ იქნა, ხოლო აუღებელი ხორბლის უდიდესი ნაწილი ფრონტის ხაზის გასწვრივ დარჩა”, – წერს Bloomberg.

გამოცემის თანახმად, ამ მომენტისთვის გაუგებარია რა მოუვიდა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღებულ უკრაინულ მარცვლეულს.

კვლევამ ასევე არ მოიცვა მარცვლეული და სხვა სურსათი, რომელიც საცავებში ინახებოდა.

„NASA-ს გუნდმა დაითვალა, რომ წელს უკრაინაში ფერმერებმა ხორბლის 26.6 მილიონი ტონა აიღეს, რაც რამდენიმე მილიონი ტონით აღემატება ძირითად პროგნოზებს”, – წერს გამოცემა.

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია