პოლიტიკა

წელს, სურსათში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა

წელს, სურსათში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტში სააგენტოს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„2017 წელს გამოვლენილი დარღვევების საფუძელზე გატარდა კომპლექსური ღონისძიებები და მიღებულ იქნა სპეციალური ზომები, რაც ძირითადად სუნელების კომპონენტებს ეხებოდა, რომლებიც საზღვარგარეთიდან შემოდიოდა. ჩვენ მკაცრი მიდგომები გვქონდა საზღვარზე და ამას შემოსავლების სამსახური აკონტროლებდა. ასევე ვითხოვდით რეფერალური ლაბორატორიის კვლევებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნედლეული არ დაიშვებოდა საქართველოს ბაზარზე. შედეგად, დადგა შედეგი და 2020-22 წლებში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა სუნელებში აღარ აღინიშნებოდა. 2022 წელს   გამოკლეული 1500 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ 6 ნიმუშში აღმოჩნდა, რაც კარგია. წელს გამოკვლეული 60 ნიმუშიდან კი დარღვევა არცერთში არ გამოვლენილა,  წელს დაგეგმილია 1000-მდე ნიმუშის აღება,“ – განაცხადა ჩეკურაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დადებითია ტენდენცია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიმართულებითაც. კვლევა 2014 წლიდან დაიწყო და ამ პერიოდში 500-ზე მეტი ნიმუში შემოწმდა. მათგან კი შეუსაბამობა 9-ში დაფიქსირდა. ჩეკურაშვილის განცხადებით, 2020 წლიდან ამ კუთხით შუსაბამობა არ გამოვლენილა, ხოლო  ადგილობრივი წარმოების სურსათში ამ მიმართულებით დარღვევები საერთოდ არ დაფიქსირებულა.

ასევე ნახეთ

კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა

ორშაბათს ბიტკოინის ფასმა მკვეთრად მოიმატა და 87.000 დოლარს გადააჭარბა. რეკორდულ ზრდას უკავშირებენ მოლოდინს, რომ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია