პოლიტიკა

ცნობილია იმ პირთა ვინაობა, რომლებიც საპენსიო ასაკამდე სახელმწიფოსგან პენსიის ოდენობის ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები საპენსიო ასაკამდე სახელმწიფოსგან პენსიის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა.

კერძოდ, როგორც დადგენილებიდან ირკვევა, შაქტებსა და მაღაროებში დასაქმებული პირები, საპენსიო ასაკამდე 5 წლით ადრე შეძლებენ პენსიის ოდენობის სოციალური დახმარების მიღებას ყოველთვიურად.

დადგენილების მიხედვით, სოციალური დახმარების მიღების უფლება აქვთ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებულ პირებს, რომლებმაც მიაღწიეს 60 წლის ასაკს და სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისთვის გააჩნიათ ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობის უწყვეტი სტაჟი და აგრძელებენ შრომით საქმიანობას მიწისქვეშა შახტებსა და მაღაროებში ან ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ წყვეტენ შრომით ურთიერთობას.

რაც შეეხება შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულ ქალებს, ისინი ზემოთაღნიშნული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სოციალური დახმარების მიღებას 55 წლის ასაკიდან შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ სოციალური დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ხოლო შემდეგ შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები ჩვეულებრივ სახელმწიფო პენსიის მიღებას შეძლებენ

ასევე ნახეთ

შსს ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია “ბეთლგრაუნდის” სასროლეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია