პოლიტიკა

ეროვნული ბანკი – კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ, მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ, მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში. აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განმარტებას აკეთებს.

„ბოლო პერიოდში გაზრდილი დაინტერესების გამო, გვსურს დამატებით განვმარტოთ, რომ კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში.

უფრო კონკრეტულად, იმ შემთხვევაში თუ უცხოური ვალუტის სესხის რეფინანსირების მიზანს სესხის ლარში გადატანა (კონვერტაცია) წარმოადგენს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ ფიზიკურ პირს დააკისრონ უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე რეფინანსირების შედეგად წინსწრების დაფარვის საკომისიო, პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია.

აღნიშნული მითითება ვრცელდება იმ შემთხვევებშიც, როდესაც რეფინანსირება სხვა კომერციულ ბანკებში აღებული კრედიტით ხდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვა ძალაშია 2017 წლის დასაწყისიდან. დამატებითი შეკითხვებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს: 2 406 406“,- აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

ნათია თურნავა – ჩვენ გავაუმჯობესეთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 5%-დან ავწიეთ 6%-მდე – სულ მცირე 6%-ს ველოდებით, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უფრო მაღალიც იყოს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ 2023 წლის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია