პოლიტიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში კობა გვენეტაძის ბოლო სამუშაო დღეა. მას შვიდწლიანი ვადა ამოეწურა და ხვალიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს.

„დღეს საქართველოს ეროვნული ბანკში ჩემი შვიდწლიანი პრეზიდენტობის ბოლო დღეა. მადლობა ყველას, ვისთანაც ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ვთანამშრომლობდი. განსაკუთრებული მადლობა ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალთა გუნდს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის, აბა, წარმატებები ყველას“, – აცხადებს გვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ კობა გვენეტაძეს 2 მარტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის შვიდწლიანი ვადა ამოეწურა. მოქმედი კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭო არსებული წევრებიდან ირჩევს პრეზიდენტის კანდიდატურას და დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს. თუ საბჭო კანდიდატზე ვერ შეთანხმდა ან პრეზიდენტმა არ დაამტკიცა, მათ მიერ წარდგენილი პირი, მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა, სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთმა უნდა შეასრულოს.

ასევე ნახეთ

კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა

ორშაბათს ბიტკოინის ფასმა მკვეთრად მოიმატა და 87.000 დოლარს გადააჭარბა. რეკორდულ ზრდას უკავშირებენ მოლოდინს, რომ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია