პოლიტიკა

ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია – 2014–2020 წლებში დახმარებამ, 938,4 მილიონი ევრო შეადგინა

ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია – 2014–2020 წლებში დახმარებამ, 938,4 მილიონი ევრო შეადგინა. ინფორმაციას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ-პორტალი ავრცელებს.

საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ, 160–ზე მეტ პროექტზე მუშაობენ, როგორც საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე, კერძო კომპანიები და საქართველოს მთავრობა.

ფინანსური მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით ხდება, იგი მოიცავს გრანტებს, ტენდერებს, შერეულ ფორმებს, სესხებს, გარანტიებს და ასე შემდეგ.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა მზარდია – 2015 წელს 150 მილიონი ევრო იყო გამოყოფილი, 2020 წელს მხარდაჭერამ – 225 მილიონ ევროს მიაღწია.

2014–2020 წლებში, ევროკავშირი საქართველოს, საერთო ჯამში, 938,4 მილიონი ევროთი დაეხმარა. 

მარტო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 253 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება მიიღო საქართველომ (2014–2020). ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სოფლის მეურნეობის სექტორში ახალი კოოპერატივების შექმნა და მათი შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა ევროკავშირის დახმარებით განხორციელდა.

ეს არ არის ერთადერთი სექტორი, რომელიც ევროპული დაფინანსებით გაუმჯობესდა. ევროკავშირისგან, დახმარების სახით შემოსული თანხა, სექტორებს შორის, ასევე გადანაწილდა:

წყარო https://www.eeas.europa.eu/delegations/Georgia

 

ასევე ნახეთ

ნათია თურნავა – ჩვენ გავაუმჯობესეთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 5%-დან ავწიეთ 6%-მდე – სულ მცირე 6%-ს ველოდებით, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უფრო მაღალიც იყოს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ 2023 წლის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია