პოლიტიკა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

გაზრდილი ინფლაციის დასაძლევად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

ECB-ის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით (+0.50%) გაზარდა, რაც თანხვედრაშია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელთან.

დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, რეფინანსირების ძირითადმა განაკვეთმა 3%-იან ნიშნულს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრებზე პოლიტიკის განაკვეთი არა 50, არამედ 75 საბაზო პუნქტით გაზარდა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შემსუბუქება ინფლაციური ინდიკატორების გაუმჯობესებითაა განპირობებული, კერძოდ, თებერვალში ევროზონის მასშტაბით ინფლაციის დონე 8.5%-მდე შემცირდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციის დონის მაკონტროლებელი ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმია, რომლის გამოყენებასაც თან ახლავს გარკვეული გვერდითი მოვლენები. როგორც წესი, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკის შენელებას იწვევს, მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული ვითარების პირობებში კი, ევროკავშირი რეცესიის მზარდი რისკების წინაშე დგას, შესაბამისად, ცენტრალურ ბანკს ინფლაციის კონტროლსა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას შორის საკმაოდ რთული და დელიკატური ბალანსის დაცვა უწევს.

აგრეთვე გასათვალისწინებელია მონეტარული პოლიტიკის გავლენა ვალუტის გაცვლით კურსზე. განაკვეთის ზრდა, სავარაუდოდ, მოკლევადიან პერსპექტივაში, ევროს კურსზე დადებითად იმოქმედებს და მის ამერიკულ დოლართან გამყარებას შეუწყობს ხელს.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს, უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის

საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს,  უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია