პოლიტიკა

ჰესი „ხობი 2“ ოფიციალურად ექსპლუატაციაში შევიდა

საქართველოში ჰესი „ხობი 2“ ოფიციალურად ექსპლუატაციაში შევიდა, რაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯია. ჰესის სიმძლავრე 44.5 მეგავატია, წლიური გამომუშავება კი 202 მილიონი კვტ/სთ. 2030 წლისთვის იგეგმება, რომ ელექტრო ენერგიის გამომუშავებამ ათი ათას მეგავატს მიაღწიოს, ენერგეტიკოსების შეფასებით ეს რთული, მაგრამ შესაძლებელი მიზანია.

მოსახლეობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია მპროცესში, ხოლო ენერგეტიკოსები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია პროფესიონალების რეკომენდაციების გათვალისწინება.

2023 წელი საქართველოს ენერგეტიკის ექსპორტისთვის რეკორდული იყო.

“2023 წელს გამომუშავება მოხმარებაზე მეტი იყო, თუმცა აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ ერთი რამ – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოხმარება უნდა ამოვიღოთ დანარჩენი საქართველოს მოხმარებიდან. ამვარიანტს თუ ავიღებთ, წლიურ ჭრილში ბალანსი მეტ-ნაკლებად დაცულია – ხან ერთი ჭარბობს, ხან მეორე, მაგრამ იმპორტის ციფრი კატასტროფული არ არის. სხვა საკითხია თვეების მიხედვით სტატისტიკა. 2030 წლისთვის თვეების მიხედვითაც შესაძლებელი უნდა გახდეს ელექტროენერგიის მოხმარების ბალანსი, რომ გამომუშავებასთან თანაფართობაში იყოს და უკეთეს შემთხვევაში მეტი გამოვიმუშავოთ და მეტიგავყიდოთ. 2030 წლისათვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, არა მხოლოდ ახალი სიმძლავრეებისშეყვანა და გამომუშავება, არამედ სხვა საკითხების მოგვარებაც. დაახლოებითი გეგმა ასეთია, რომ 2030 წლისათვის დაახლოებით 1 200 მეგავატადე განახლებადი ენერგიის წყაროები უნდა შევიდესექსპლუატაციაში. აქ არის მოდინებაზე მომუშავე ელექტროსადგურები და ა.შ. რაც შეეხება 10 000 მეგავატს, არ ვიცი რისი ჯამია ეს ციფრი, მაგრამ ის, რომ დაგეგმილია ჩვენი სიმძრავლეების გაორმაგება, ეს ჩემთვისცნობილია და ახალი არ არის”, – განაცხადა გია არაბიძემ.

ასევე ნახეთ

კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა

ორშაბათს ბიტკოინის ფასმა მკვეთრად მოიმატა და 87.000 დოლარს გადააჭარბა. რეკორდულ ზრდას უკავშირებენ მოლოდინს, რომ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია