პოლიტიკა

Meta ციფრული საფულის სერვისს აუქმებს

კომპანია Meta-მ გადაწყვიტა ციფრული საფულის პროექტი დახუროს, ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. Novi ფუნქციონირებას ოფიციალურად 1 სექტემბრიდან შეწყვეტს.

Novi არის ფულის გადარიცხვის სერვისი, რომელიც დაფუძნებულია კომპანიის ციფრულ საფულეზე. პროექტი მეტავერსის ნაწილი უნდა გამხდარიყო. მანამდე პროექტს აშშ-ის კონგრესი აკრიტიკებდა. როგორც ჩანს, კრიპტოვალუტების ფასების შემცირების ფონზე, კომპანიამ გადაწყვიტა მოიშოროს Novi.

თავის მხრივ Novi მომხმარებლებს ურჩევს, რაც შეიძლება მალე გამოიტანონ თანხები. ამასთან, კომპანია პირობას დებს, რომ Novi-ს მუშაობის ბოლო დღის შემდეგ ნაშთები გადაირიცხება მომხმარებლების საბანკო ანგარიშებსა და სადებეტო ბარათებზე.

კრიპტო საფულის ფუნქციონირება 1-ელ სექტემბერს შეწყდება, ხოლო 20 ივლისი იქნება საფულის შევსების ბოლო დღე.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია