მსოფლიო ბანკის შეფასებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, უკრაინას აღდგენისთვის მინიმუმ 411 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი ბანკის, უკრაინის მთავრობის, ევროკომისიის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი შეფასების შედეგად მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ეს თანხა 2.6-ჯერ აღემატება უკრაინის 2022 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას.
შეფასების თანახმად, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში 7.1 მილიონი ადამიანი სიღარიბეში ჩააგდო და 15-წლიანი განვითარების პროგრესი უკან დახია.
„ეს გამაფრთხილებელი მაჩვენებელია, რომელიც გვიჩვენებს განადგურების მასშტაბებს და საერთაშორისო მხარდაჭერის მუდმივ საჭიროებას“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ანა ბიერდემ.