პოლიტიკა

ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ აგვისტოში საწვავი კიდევ გაიაფდება

ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში, აცხადებენ, რომ აგვისტოში საწვავი კიდევ გაიაფდება. ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, აგვისტოს თვეში საწვავი კიდევ გაიაფდება. საქმე ეხება, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ტიპის საწვავს.

ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მიზეზი ეროვნული ვალუტის გამყარება და ნავთობის საერთაშორისო ფასების შემცირებაა.

„დღეისათვის ნავთობზე ფასები არის შემცირებული. ფაქტობრივად, ნავთობის ფასები უბრუნდება ომამდელ ფასებს. რაც შეეხება ვითარებას საცალო ქსელში. იმის პარალელურად, რაც საერთაშორისო ბაზრის ფასებმა შემცირება დაიწყო და ეროვნული ვალუტაც მყარდება, შესაბამისად ჩვენთანაც საწვავმა გაიაფება დაიწყო. ფასების კლება განსაკუთრებით თვალსაჩინოა არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც ბენზინის შეძენა საშუალოდ სამ ლარადაა შესაძლებელი. რაც შეეხება დიზელს, დიზელიც 30-40 თეთრით გაიაფდა. რაც შეეხება ბრენდირებულ სადგურებს, აქაც შემცირებულია ფასები, როგორც ბენზინზე, ასევე დიზელზე. აღსანიშნავია, რომ ეს ტრენდი გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში საწვავი კიდევ უფრო გაიაფდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ უკრაინის ომი კვლავ სახეზეა მოლოდინები საკმაოდ ოპტიმისტური გვაქვს. აგვისტოს თვეში ფასების კლება გაგრძელდება“, – აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

დღეის მდგომარეობით, საერთაშორისო ფასი ე.წ. პლაცის მიხედვით, ერთი ტონა ბენზინზე 917 დოლარია. რაც შეეხება დიზელს მისი ფასი 1 022 დოლარამდეა შემცირებული.

ასევე ნახეთ

დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებული ჩვილი გარდაიცვალა

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებული ჩვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ იაშვილის კლინიკაში.  ცნობილია, …