პოლიტიკა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი – წელს საქართველოს ეკონომიკა 6.7%-ით გაიზრდება

საქართველოს ეკონომიკის ზრდის განახლებული პროგნოზი – პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდა 6.7% იქნება, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია საბიუჯეტო ოფისის წინა პროგნოზთან შედარებით.

საბიუჯეტო ოფისი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გამოცოცხლდება ტურისტული სექტორიც 2021 წელთან შედარებით. ამასთან, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, ისე იმპორტი.

გადა ამისა, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში, რომელიც 2022-2026 წლების პერიოდს მოიცავს, ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური ტემპი 5.4%-ს შეადგენს, რაც საბიუჯეტო ოფისის მიერ 2021 წლის დეკემბრის თვეში გაკეთებული საპროგნოზო მაჩვენებელს 0.1 პროცენტული პუნქტით აღემატება.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ – ძალა ერთობაშია

გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ – ძალა ერთობაშია, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია