პოლიტიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022-2028 წლების პროგნოზების მიხედვით, სამომავლოდ ქვეყანაში უნდა შემცირდეს სიღარიბე, გაიზარდოს დასაქმება და მოქალაქეების შემოსავლები – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022-2028 წლების გამოქვეყნებულ პროგნოზებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ძალიან კარგი შედეგები აქვს. როგორც მან განმარტა, ამ პროგნოზის მიხედვით, სამომავლოდ ქვეყანაში უნდა შემცირდეს სიღარიბე, გაიზარდოს დასაქმება და მოქალაქეების შემოსავლები.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ძალიან კარგი პროგნოზი გამოაქვეყნა – 2022-2028 და 2021-2028 წლების შეფასება, გადახედვა, წინასწარი შეფასება და პროგნოზები. ტრადიციულად, ეს მაჩვენებლები წელიწადში ორჯერ ქვეყნდება. საქართველოს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ძალიან ძლიერი შედეგები აქვს, ვგულისხმობ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის რამდენიმე პარამეტრს, სადაც საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდის ტემპების, მსყიდველუნარიანობის მიხედვით. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი, ასევე ამერიკულ დოლარში მაჩვენებლით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდის ტემპებით, საქართველო მეორე ადგილზეა მსოფლიოში და პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ნახევარსფეროში. ეს ძალიან ძლიერი შედეგები მიუთითებს შემდეგზე – ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავისი პროგნოზების გაკეთებისას არის ძალიან ფრთხილი, წინდახედული და ყოველგვარი ჭარბი ოპტიმიზმის გარეშე დაწნეხილად აქვეყნებს მაჩვენებლებს, რომ უფრო მაღალი ზრდა არ წარმოჩინდეს, ვიდრე ყველა რისკი გათვალისწინებული არ იქნება. ასეთი ფრთხილი პროგნოზის საფუძველზე, როცა საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გადის და აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზეა ეკონომიკური ზრდის ტემპების მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ეს მიუთითებს იმას, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. ვითარება, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს და ის, რასაც ქვეყანა აკეთებს, არის იმისთვის, რომ ლიდერულ პოზიციებზე განავითაროს ქვეყანა და განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

მინისტრის შეფააებით, ეს ძალიან კარგი შედეგია, რაც მიუთითებს იმას, რომ საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსს მალე მიიღებს.

„რეალურად, ჩვენ ვუახლოვდებით მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივას. მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება საქართველო. დარწმუნებული ვარ, ეს 2030 წლამდე აუცილებლად მოხდება და იქნება იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც მაღალგანვითარებულ გზაზე დგანან. შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა დღეს არ არის მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე. ასე, რომ პერსპექტივა არის ძალიან მაღალი. თუ შედარებებსაც ნახავთ სხვა ქვეყნებთან მიმართებით, თუ როგორ არის ქვეყნის ეკონომიკა წარმოჩენილი, ხაზგასმით ჩანს ის დიდი პროგრესი, რომელსაც საქართველო მიაღწევს და რა პროგრესიც ახლა რეალურად არის“, – განაცხადა დუნდუამ.

  1. „ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში უნდა შემცირდეს სიღარიბე. უნდა გაიზარდოს დასაქმება, შემცირდეს უმუშევრობა, უნდა გაიზარდოს მოქალაქეების შემოსავლები. ბუნებრივია, რეალური შემოსავლების ზრდა არის კეთილდღეობის გარანტი. ჩვენ ვდგავართ ისეთ ეტაპზე, როდესაც უნდა დავტოვოთ საშუალოშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსი და გადავიდეთ მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსში. ბუნებრივია, მოსახლეობაზე პირდაპირ აისახება კეთილდღეობის ასეთი გაუმჯობესება, თანაც ამას ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი – ეკონომიკური ზრდის შეფასების ყველაზე მთავარი მეტრი“, – განმარტა მიხეილ დუნდუამ.

ასევე ნახეთ

ნათია თურნავა – ჩვენ გავაუმჯობესეთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 5%-დან ავწიეთ 6%-მდე – სულ მცირე 6%-ს ველოდებით, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უფრო მაღალიც იყოს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ 2023 წლის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია