პოლიტიკა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ფორუმზე 250-მდე ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ბიზნესფორუმი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმართება.

ქართველ მეწარმეებთან ბიზნესკავშირების დამყარების მიზნით, დელეგაციას თან ახლავს საამიროების წამყვანი და მსხვილი კომპანიები სხვადასხვა სექტორიდან, როგორებიცაა: საცალო ვაჭრობის მსხვილი ქსელები; სოფლის მეურნეობა; სტუმარმასპინძლობის სექტორი; საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, რძის პროდუქტების იმპორტი; წარმოება და გადამუშავება; ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ინდუსტრია; უძრავი ქონება; საინფორმაციო ტექნოლოგიები.

გაიმართება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაამყარონ ბიზნესკავშირები მსხვილ კომპანიებთან არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასევე, განიხილავენ საინვესტიციო შესაძლებლობებს, სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივებს

ასევე ნახეთ

ფოთლისგან დამზადებული ქაღალდი – უკრაინული სტარტაპი

ქაღალდის დამზადების ინოვაციური იდეა უკრაინელ მეცნიერს, ტ.შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგს ვალენტინ ფრეჩკას ეკუთვნის. მან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია