პოლიტიკა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ფორუმზე 250-მდე ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ბიზნესფორუმი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმართება.

ქართველ მეწარმეებთან ბიზნესკავშირების დამყარების მიზნით, დელეგაციას თან ახლავს საამიროების წამყვანი და მსხვილი კომპანიები სხვადასხვა სექტორიდან, როგორებიცაა: საცალო ვაჭრობის მსხვილი ქსელები; სოფლის მეურნეობა; სტუმარმასპინძლობის სექტორი; საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, რძის პროდუქტების იმპორტი; წარმოება და გადამუშავება; ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ინდუსტრია; უძრავი ქონება; საინფორმაციო ტექნოლოგიები.

გაიმართება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაამყარონ ბიზნესკავშირები მსხვილ კომპანიებთან არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასევე, განიხილავენ საინვესტიციო შესაძლებლობებს, სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივებს

ასევე ნახეთ

საქართველო-გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო ბრუნვა $123 მლნ-ია – რით ვვაჭრობთ ამ ქვეყანასთან?

2023 წლის 16-17 მარტს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო …