Breaking News

საქსტატი – მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.7 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (4.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5 პროცენტი), თევზეული (0.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-3.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.4 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.5 პროცენტით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.6 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (1.4 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

Check Also

კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა

ორშაბათს ბიტკოინის ფასმა მკვეთრად მოიმატა და 87.000 დოლარს გადააჭარბა. რეკორდულ ზრდას უკავშირებენ მოლოდინს, რომ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია