პოლიტიკა

საქსტატი – თებერვალში საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 256,4 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 256.9 ლარი იყო, თებერვალში კი ეს მაჩვენებელი 0.5 ლარით შემცირდა და, ჯამში, 256.4 ლარი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვართან შედარებით, თებერვალში 0.4 თეთრით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 227.1 ლარს შეადგენს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

ასევე ნახეთ

შსს ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია “ბეთლგრაუნდის” სასროლეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია