პოლიტიკა

Sony და Honda ახალ ელექტრომობილს გამოუშვებენ

იაპონური გიგანტები – Sony და Honda მორიგ ერთობლივ პროექტს იწყებენ და ახალი ბრენდის, Afeela-ს ქვეშ მაღალტექნოლოგიური ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავენ.

ელექტრომობილის ტექნიკურ აღჭურვილობაზე, სენსორებზე, კამერებზე, აუდიო სისტემაზე, ნავიგაციასა და ხელოვნურ ინტელექტზე კომპანია Sony იზრუნებს; უშუალოდ ავტომობილის დიზაინზე, სავალ ნაწილზე, ძრავასა და სხვა დეტალებზე კი Honda იმუშავებს, რომელსაც სატრანსპორტო ინდუსტრიაში მოღვაწეობის თითქმის 70-წლიანი გამოცდილება აქვს.

Afeela-ს პირველი ელექტრომობილი გასაყიდად ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე 2026 წელს გამოჩნდება და ის პრემიუმ სეგმენტზე იქნება გათვლილი, სადაც ამჟამად კომპანია Tesla დომინირებს.

Sony-Honda Mobility-ს დირექტორის, იასუიდე მიზუნოს განცხადებით, Afeela ელექტრომობილის მართვის უნიკალური გამოცდილება იქნება, რომელიც მძღოლსა და მგზავრებს ჯერ არნახულ კომფორტს, მოქნილობასა და დინამიკას შესთავაზებს.

Afeela-ს კონცეპტის წარდგენაზე ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ელექტრომობილი საკუთარი საოპერაციო სისტემით აღიჭურვება, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა (A.I.) და გაფართოებული რეალობის (A.R.) ინტეგრირების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის, Apple CarPlay-სა და Android Auto-სგან განსხვავებით.

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია